ერუშეთის მთიანეთი, ერუშეთის მასივი, ტექტონიკურ-ვულკანური მთიანეთი სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის დასავლეთ ნაწილში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. ვრცელდება თურქ. ტერიტორიაზეც. მთიანეთის დას. ნაწილში შემოდის ერუშეთის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთები. ე. მ. აგებულია ნეოგენური გოდერძის წყებით – ლავებითა და ტუფებით. ლავათა შემადგენლობა ცვალებადობს ბაზალტიდან ანდეზიტ-დაციტამდე. უმაღლესი მწვერვალია გუმბათი (2963 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მაღალი მთები – შაბანიბელი, ვანისმთა და შუაკარავი. ე. მ. დანაწევრებულია მტკვრის მარცხ. შენაკადების ხეობებით. 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია შერეული ტყით, თხემური ზონა სუბალპ. და ალპ. მდელოებსა და მდელო-სტეპებს უკავია.
ლ. მარუაშვილი