ერწოს უღელტეხილი

ერწოს უღელტეხილი, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე, მდინარეების ფაწის (ლიახვის მარჯვ. შენაკადი), ჯეჯორისა და ყვირილის (რიონის მარცხ. შენაკადები) სათავეებთან. სიმაღლე ზ. დ. 1790 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია მეზოზოური და მესამეული ინტენსიურად დანაოჭებული მასიური რიფული კირქვებით, მერგელებითა და ბაიოსური პორფირიტებით, შემოსილია სუბალპ. მცენარეულობით (წიფელი და არყი; დეკა და სუბალპური მდელოები). ე-ზე გადადის გორი–ონის საავტ. გზა. უხვთოვლიან ზამთარში იკეტება მცირე დროით.

გ. მარგველანი