ესტრადა

ესტრადა (ფრანგ. estrade < ლათ. stratum – ფიცარნაგი), 1. სასცენო მოედანი, ფიცარნაგი (სახელდახელო ან ფუნდამენტური) მსახიობთა საკონცერტო გამოსვლებისათვის. 2. სასცენო ხელოვნების სახე, რ-იც მოიცავს დრამ. და ვოკალური ხელოვნების, მუს., ქორეოგრაფიის, ცირკის და სხვა ნომრებს, რ-ებიც კონცერტში გაერთიანებულია თემატურად კონფერანსის მიერ. როგორც დამოუკ. ხელოვნება ჩამოყალიბდა XIX ს., თუმცა საქართველოში საესტრადო ხელოვნების საწყისები გაცილებით ადრე შეინიშნება. იხ. აგრეთვე საესტრადო ხელოვნება.