ზუმბურიძე ოთარ გრიგოლის ძე [დ. 28. X. 1945, კლუხორის რაიონი (ახლანდ. სტავროპოლის მხარე, რუსეთი)], ინჟინერი გამომგონებელი ელექტრონიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1967 დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი ელექტროინჟინრის სპეციალობით. 1970–93 პედ. საქმიანობას ეწეოდა სტუ-ში მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრაზე. 1994–2007 იყო სტუ-ის სასწ. მეთოდური სამმართველოს უფროსი, პარალელურად – საერთაშ. და საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი (1996–2001), 2001–07 – „საქართველოს ტელეკომის” პრეზიდენტი და გენ. დირექტორი. 2009-იდან დღემდე სტუ-ის საერთაშ. ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსია. ზ-ის კვლევის თემაა სატელევიზიო ინფორმაციის ციფრული დამუშავება, გადაცემა და ეფექტური ოპტიმალური კოდირება. აქვს ორი გამოგონება და რამდენიმე პატენტი.
თხზ.: მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2008; Передача телевизионных сигналов по спутниковым каналам связи, М., 1994.