გუდარახი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ფშავის არაგვის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1240 მ, დუშეთიდან 41 კმ. 8 მცხ. (2002).
სოფლის ჩრდ-ით, მდ. კაწალხეურის მარჯვ. მხარეს, ტყით დაფარულ შემაღლებულ ადგილზე ოთხკუთხა კოშკის ნანგრევებია, კედლები თითქმის მთლიანად ჩამოშლილია და დაფარულია ნაყარი ქვით. ძეგლის თარიღი დაუდგენელია.
ი. წიკლაური