ეშერა, სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. გუმისთის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ე., გვანდრა, კუტიშხა, შიწკვარა). ზ. დ. 120 მ, სოხუმიდან 13 კმ. 2,1 ათ. მცხ. (1989). ე. ზღვისპირა კლიმ.-ბალნეოლ. კურორტია. იცის ძლიერ რბილი, უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 5,7°C) და ძლიერ თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 22,9ºC); ნალექები – 1488 მმ წელიწადში. ე-ის კლიმატი და ზღვა სამკურნალოა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი ორგანოებისა და ნერვული სისტემის დაავადებებისათვის. სეზონი გრძელდება მთელი წელი. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
გ. უშვერიძე