„ეშმაკის მახე“, ყოველკვირეული ლიტერატურულ-იუმორისტული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1911, სულ გამოიცა 15 ნომერი. რედ.-გამომცემელი – გ. ჯაჭვაძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: ნ. კალანდაძე (ეშმაკი), გ. ქუჩიშვილი, ა. ბრეგვაძე, ვ. მალაქიაშვილი, შ. შარაშიძე (თაგუნა) და სხვ. კარიკატურები ეკუთვნის ო. შმერლინგს.
ი. ლორთქიფანიძე