ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია

ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია XVIII ს. II ნახევარი. თბილისი. ავლაბარი

ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, დგას ავლაბარში (თბილისი), ნ. ბარათაშვილის აღმართის მარცხ. მხარეს, ავლაბრის მოედნის ჩრდ-ით. ეკლესია ააგეს სოფ. ეჩმიაძინიდან (სომხეთი) XVIII ს. მიწურულში ავლაბარში გადმოსახლებულმა სომხებმა. ისინი, როგორც წესი, სამშობლოში მიტოვებული ადგილების უკვდავსაყოფად თბილისში დაარსებულ თავიანთ ახალშენებს მშობლიურ სახელებს არქმევდნენ. 1989 წ. 9 აპრ. ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართველებისადმი სომეხი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად ეკლესიის წინ, სკვერში, აღმართეს სომხეთიდან ჩამოტანილი „ხაჩკარი” (ქვაჯვარი).