გუდაუთა

გუდაუთა, ქალაქი (1926-იდან) დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ), გუდაუთის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. გუდოუს შესართავთან, სარკინიგზო და საავტ. მაგისტრალზე. ზ. დ. 10 მ, სოხუმიდან 43 კმ, თბილისიდან 487 კმ. 14,9 ათ. მცხ. (1989).

გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14,3ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა 5,6ºC, ივლ. 23,0ºC. აბსოლ. მინ. –13ºC; აბსოლ. მაქს. 41ºC. ნალექები 1550 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 75%.

ძირითადი სამკურნ. საშუალება – კლიმატოთერაპია. სამედ. ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის არასპეციფ. და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, სეზონი – მთელი წელი.

1991 გ-ში იყო ჩაის ფ-კა, თამბაქოს საფერმენტაციო და ღვინის ქ-ნები, ავტოსარემონტო სახელოსნოები, წვრილი საწარმოები (ამზადებდნენ კვების პროდუქტებს და ფართო მოხმარების საგნებს), საბავშვო ბაღები, საშ. ზოგადსაგანმან. სკოლები, ბ-კა, კულტსახლი, საზაფხულო თეატრი, კინოთეატრი საავადმყოფო.

მოქმედი სალოცავია წმინდა გიორგის საფარვლის ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია.

ვ. ჯაოშვილი

გ. უშვერიძე