გუდაუთის უღელტეხილი

გუდაუთის უღელტეხილი, უღელტეხილი ბზიფის ქედზე, მდინარეების მწარის (ააფსთის მარცხ. შენაკადი) და რეშევიეს (ბზიფის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 1565 მ.

მიდამოები შემოსილია წიფლნარით და წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. ააფსთის აუზს (შავიზღვისპირეთი) საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ბზიფის ხეობასთან (სოფლები: რეშევიე, სერებრიანოე – ყოფ. ვერცხლოვანი).

დ. უკლება