გუდოუ

გუდოუ, გ უ დ ა უ, მდინარე დასავლეთ საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართ. 45 კმ². ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. დამახასიათებელია წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. ერთვის რამდენიმე შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 9 კმ. საშ. წლ. ხარჯი 1,3 მ³/წმ.

ი. აფხაზავა