გუთნეული

გუთნეული, გამართული დიდი გუთანი და მასში შესაბმელი მუშა საქონლის საჭირო რაოდენობა. ზოგჯერ „გუთნეულში" მხოლოდ გამწევი ძალა იგულისხმებოდა. ოჯახები, რომელთაც ჰყავდათ გ., ძლიერ მცირე იყო. ისინი უმთავრესად იყვნენ დიდი, გაუყრელი ოჯახები, რომლებიც XIX ს. ბოლოს – XX ს. დასაწყისისათვის სპორადულად იყვნენ შემორჩენილი.

სოფლის კომლების ძირითადი ნაწილი (პატარა ოჯახები), როგორც წესი, ხვნის პერიოდში შრომით გაერთიანებას მიმართავდა – რამდენიმე ოჯახი აერთებდა ინვენტარს და გარკვეული ხნის განმავლობაში თავიანთ მიწებს რიგრიგობით ხნავდნენ. ყველა სოფელში კომპლექტდებოდა გ-ის გარკვეული რაოდენობა (სოფლის კომლების საშუალოდ 10–12%).

ლიტ.: ჩიტაია გ., ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულაღის რაიონში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1927, ტ. 4; Геладзе Т. Ш., Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, Тб., 1987.

თ. გელაძე