„გუთნის-დედა“

„გუთნის-დედა“, მიწის მუშა, რ-იც ხვნის დროს სახვნელს უძღვებოდა, აწესრიგებდა გუთნის მიმართულებას, ხნულის სიღრმესა და ბელტის სიგანეს, ხელმძღვანელობდა მოდგამს, ანაწილებდა ალოს.

გ. დიდ გუთანთან არის დაკავშირებული. ხვნის ერთ სეზონში (გაზაფხული, ზაფხული ან შემოდგომა) მას შრომის საფასურად 2 ალო უწევდა. მასვე ერგებოდა ღვედისათვის 2 ალო, სახნის-საკვეთლისათვის – 3 ალო, გუთნის ხის ნაწილებში – 2 ალო (ქართლი). გ. სოფელში საპატიო კაცად ითვლებოდა. ფეოდ. საქართველოში ხვნის სეზონში გ-ს უფლება ჰქონდა თავის ნაცვლად სხვა გაეგზავნა სამხ. სამსახურში. ოჯახის გაყრის დროს გუთნის ღვედს, სახნის-საკვეთელს, გუთნის იარაღს გ-ს აკუთვნებდნენ.

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  პ., გუთნეულის ეკონომიური ორგანიზაცია, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, №3; ჩიტაია გ., ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა (წინასწარი ანგარიში), «მიმომხილველი 1949, [ტ.] 1; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960.

გ. ჯალაბაძე