გულანი, ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებული კრებული, რ-იც მოიცავს თითქმის ყველა საღვთისმსახურო წიგნს. მოცულობით გ. დიდი იყო, მისი შეძენა შეეძლოთ მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს. ის შედარებით გვიანდ. წარმოშობისაა,XVII ს-ზე ადრე არ გვხვდება.
დღეს ცნობილია გელათის, დავითგარეჯის, მარტვილის, შემოქმედის, ალავერდის, მცხეთისა და სხვა ეკლესია-მონასტრების კუთვნილი გ-ები. განსაკუთრებით საინტერესოა XVIII ს. კრებულები, რ-ებშიც აისახა ქართ. სას. მწერლობაში მიმდინარე პროცესები: სვინაქსარებში შეიტანეს ქართვ. წმინდანთა სვინაქსარული საკითხავები, თთუენ-სადღესასწაულოებში – საგალობლები.
გ. ქართ. მოვლენაა, ამიტომაც გაოცებულა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (XVII ს.), რ-საც ქართ. ეკლესიაში კლიროსზე დასვენებული ვეებერთელა წიგნი უნახავს.
გ-ის პარალელურად ქართ. საღვთისმსახურო პრაქტიკაში არსებობს ჟამნგულანიც – შინაარსითა და დანიშნულებით შესამჩნევად განსხვავებული კრებული.
მ. ქავთარია