გულიაკოვი ვასილი სიმონის ძე (1751 – 15. I. 1804), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1800), კავკასიის ომების მონაწილე.
1800 სექტემბერში მეთაურობდა საქართველოში შემოსულ რუს. ჯარის პოლკს, შემდეგ – კახეთში განლაგებულ რუს. ჯარს. 1800–04 იბრძოდა ლეკების წინააღმდეგ ჭარ-ბელაქანსა და ზაქათალაში. გ. დაიღუპა ზაქათალის ხეობაში ყაზიყუმუხის ხანის რაზმთან შეტაკების დროს.
დასაფლავებულია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.