გულიდა

გულიდა, სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის ტერიტორიულ ორგანოში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), სვანეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 900 მ, ლენტეხიდან 3 კმ. 141 მცხ. (2002).

სოფელში შემონახულია შუა საუკ. ციხის ნანგრევები.