გულის მთა

გულის მთა, მთა უშბის მასივის ბალის შტოქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ფუშკვერისა (მულხრის მარჯვ. შენაკადი) და გულიჭალის (დოლრის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. სიმაღლე ზ. დ. 2925 მ.

აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ალპ. ლანდშაფტი.

გ. მარგველანი