გულჩარა

გულჩარა (გ უ ლ ჩ ო რ ა), თ ი ნ ა თ ი ნ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი), ქართველი დიპლომატი ქალი XVI ს. უკანასკნელ მეოთხედსა და XVII ს. დამდეგს, ქართლის მეფის გიორგი X-ის ასული. შაჰ-თამაზ I-ის მეფობის დროს (1524–76) გ. ირანში ცხოვრობდა. 1578 იგი საქართველოში დაბრუნდა. დატყვევებული ქართლის მეფე სიმონ I-ის გამოსახსნელად 1600 ოსმალეთში გაიგზავნა დელეგაცია, რ-ის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი X-ის მცირეწლოვანი ვაჟი უფლისწული დავითი (იხ. დავით ბატონიშვილი გვაწვდის ქართვ. მწერალი და ისტორიკოსი ა. ფურცელაძე). ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს იყო სწორედ დიპლომატი თინათინი. გ. დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა. 1602 დაწყებული ირან-ოსმ. ომის დროს საზავო პირობების შეთანხმების მიზნით გ. რამდენჯერმე შეხვდა სულთანსა და შაჰს. ირან-ოსმ. შორის 1612 წ. 20 ნოემბ. დადებული ზავი უმეტესწილად არის დიპლომატიური ნიჭით გამორჩეული ქართველი ქალის დამსახურება.

ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ქართველი ქალი–დიპლომატი, «ცისკარი», 1965, №3; მ ი ს ი ვ ე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971.

მ. სვანიძე