ელენე (გ. V ს. ბოლოს), ქართლის დედოფალი. ვახტანგ I გორგასლის მეორე ცოლი. ჯუანშერის ცნობით, ე. ბიზანტ. იმპერატორის ასული იყო. დაახლ. 468 ჩამოიყვანეს ქართლში. ე-სგან ვახტანგს შეეძინა ორი ძე (მირდატი და ლეონი) და ერთი ასული (სხვა ცნობით 3 ძე და 2 ასული).
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ვახტანგ გორგასლის ოჯახური ქრონოლოგია, «მნათობი», 1985, N4.
ვ. გოილაძე