„ელექტროავტომატი“

„ელექტროავტომატი“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მანქანათმშენებლობის საწარმო. დაარსდა 1955 თბილისში, საექსპლუატაციოდ გადაეცა 1956. ექვემდებარებოდა საკავშ. ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს (1991-მდე). 1974 შევიდა საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატში", რ-ის დაშლის შედეგად 1996 შეიქმნა დამოუკიდებელი სააქციო საზ-ბა „ე." საწარმო სპეციალიზებული იყო ელექტროავტომატური ამომრთველების წარმოებაზე; უშვებდა საგუშაგო სამსახურის შესამოწმებელ ხელსაწყოებს, ლითონკერამიკულ კონტაქტებს, კონტაქტის დამჭერებსა და პლასტმასის დეტალებს. პროდუქცია მოიხმარებოდა ქვეყნის შიგნით, ნაწილობრივ გადიოდა საზღვარგარეთ. 1996-იდან სააქციო საზ-ბა „ემა" დაიწყო ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მრიცხველების დამცავი კარადების დამზადება, აგრეთვე განახლებადი ენერგიის (წყალი, მზე, ქარი) მცირე და მიკროელექტროდანადგარების წარმოება, რ-ის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე (წინასწარი დაკვეთებით).

ვ. ვაჩნაძე