გუმბრა

გუმბრა, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ბანოჯა, ხომული). ზ. დ. 140 მ, წყალტუბოდან 7 კმ. 2,4 ათ. მცხ. (2002).

გ-ის მიდამოებშია გუმბრინის, სურინჯის, ჟანგმიწისა და შპატის საბადოები, მია მახლობლად არის კარსტული მღვიმეები.