გუმიშხა

გუმიშხა, მთა ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარეების დასავლეთის გუმისთისა და ააფსთის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 1800 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით. გ-ის კალთებზე რცხილისა და წიფლის ტყეებია, მწვერვალზე – სუბალპ. მდელობუჩქნარი.