იბნ არაბშაჰი (1389, დამასკი, – 1450, კაირო), არაბი ისტორიკოსი.
1400 თემურლენგმა დაატყვევა და ოჯახთან ერთად სამარყანდში გადაასახლა. მან შეისწავლა სპარს., თურქ. და მონღ. ენები.
1436 დასახლდა კოროში. აქ დაწერა თხზ. „ბედის საკვირველებანი თემურის ცხოვრებაში" („აჯაიბ ალ-მაკდურ ფი ახბარ თიმურ"), რ-იც დაწერილია გარითმული პროზით. თხზულებაში საქართველოსა და ქართველების შესახებ აღნიშნულია, რომ, „ხალხი გულკეთილია, ხოლო ქვეყანა პატარა, მაგრამ საუცხოოდაა გამაგრებული ციხე-გალავნებით, მღვიმე-გამოქვაბულებით, მთებით, უფსკრულებით, ხეობებით და ამ მაცდური ბუნების გამო მტრისათვის ძნელად მისადგომია". მასში აღწერილია თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში 1400 და 1403. ქართველთა თავდადებული ბრძოლა, მეფე გიორგი VII-ის თხოვნით შირვან-შაჰ იბრა-ჰიმის თემურთან შუამავლობის ამბავი და ამით მიღწეული დაზავება.
ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით), თბ., 1975; ტაბატაძე კ. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1974.
გ. ჯაფარიძე