ივანე კალატოზი

ივანე კალატოზი, ოსტატი, რომელმაც ააშენა სოფ. სოხთის (ჯავის მუნიციპალიტეტი) ეკლესია.

იგი მოხსენიებულია ეკლესიის ერთ-ერთი კედლის სამშ. წარწერაში. მის მიერ აშენებული ეკლესია ერთნავიანია, რ-საც ჰქონდა გარშემოსავლელი (ამჟამად, ამ გარშემოსავლელიდან დარჩენილია მხოლოდ სვეტისთავებისა და კედლისსვეტების ფრაგმენტები). აღმ. მხარეს, საკურთხევლის ქვეშ, მოწყობილია დიდი კრიპტა (სამარხი-სამლოცველო) საგანგებო შესასვლელით გარედან, აღმოსავლეთიდანვე.

განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის რელიეფური გამოსახულებები (ცხოველების, მხედრებისა და სხვ.), რ-ებიც აგრეთვე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტექ. თვალსაზრისით შენობა ძალიან კარგადაა შესრულებული. ი. კ-ია მიერ აგებული ეკლესია, ხუროთმოძღვრული ფორმებისა და მორთულობის მიხედვით, X ს-ით თარიღდება.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.