ივანე წიქრიძე

ივანე წიქრიძე, XVI–XVII სს. მიჯნის ოქრომჭედელი. მისი შესრულებულია ღვთისმშობლის ოქროს ხატი ჩადგმული 12 მოციქულის დიდ ხატში რ-იც შემოქმედის მონასტერში ინახებოდა. ხატი მამია გურიელისა და მისი მეუღლის თინათინის მიერ იყო შეწირული. სხვებთან ერთად გვხვდება ასეთი წარწერაც: «ქორონიკონსა ორასოთხმოცდაცხრასა (=1601 წ.) ივანეს ოქრომჭედელს შეუნდოს ღმერთმან წიქრიძეს».

ე. თაყაიშვილს მიაჩნია რომ ივანეს (=იოვანეს) შესრულებულია სოფ. გურიანთის ე. წ. ციხის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატიც შეწირული იმავე მამიასა და თინათინის მიერ.

ლიტ.: ბერიძე ვ. ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.