გურამიშვილები

გურამიშვილები, კახეთის თავადები. დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI ს-იდან. იოანე ბაგრატიონის ცნობით, გ-ის წინაპარნი ზედგენიძეთა საგვარეულოს გამოეყვნენ და ცალკე სათავადო სახლი შექმნეს. XVIII ს. დასასრულისათვის გ-ის გვარი რამდენიმე განაყოფისაგან შედგებოდა. მათი მამულები უმთავრესად ავჭალის, საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში იყო.

გ-ის საგვარეულოდან ქართ. კულტ. არაერთი მოღვაწე გამოვიდა, მ. შ. პოეტები დ. გურამიშვილი და მ. გურამიშვილი, საეკლ. მოღვაწე ქ. გურამიშვილი.

გ. აკოფაშვილი