გურგენი, ქართლის მეფე VI ს. 20-იან წლებში. მოიხსენიებს VI ს. ბიზანტ. ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი. ქართ. ისტ. წყაროებში არ იხსენიება.
523 გ. მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ (იხ. გურგენის აჯანყება 523). აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე 523 ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტ. წყაროებით ირკვევა, რომ გ. არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.
წყარო: პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
ა. ბოგვერაძე