გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგის ძე, XIII ს. 30–50-იანი წწ. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რუსუდანისა და დავით VI ნარინის კარის მოხელე – ამირეჯიბი, მემკვიდრეობით სოფ. გურკელის (სამცხე) მფლობელი.
გ. დავით VI-ის თანშეზრდილი და დაახლოებული პირი იყო. დაახლ. 1243 იგი თან ახლდა მეფობის დასამტკიცებლად ოქროს ურდოში წასულ დავით VI-ს. 1259 მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VI-თან ერთად დას. საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იმერეთში დამკვიდრდა სამეფო კარზე.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ნ. შოშიაშვილი