ემიტენტი

ემიტენტი (ლათ.emittens, ნათ. ბრ. emittentis – გამომშვები), სახელმწიფო, ნებისმიერი ორგანო ან ორგანიზაცია (ცენტრ. ბანკი, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება, საწარმო, კომპანია), რ-იც მიმოქცევაში უშვებს ფულის ნიშნებს და ფასიან ქაღალდებს, ანუ ახორციელებს მათ ემისიას. საქართველოში ფულის ნიშნების ე. ქვეყნის ეროვნ. (ცენტრალური) ბანკია, სახელმწ. ფასიანი ქაღალდებისა – ფინანსთა სამინისტრო. ადგილ. თვითმმართველობის ორგანოები უშვებენ მუნიციპალურ ფასიან ქაღალდებს, საწარმოები კი – წილობრივ და სასესხო ფასიან ქაღალდებს.

ვ. სვანაძე