ემუხვარი ნოდარ მუშნის ძე

ემუხვარი ნოდარ მუშნის ძე (დ. 2. VI. 1943, სოფ. შეშელეთი, გალის მუნიციპალიტეტი), კარდიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997), მედ. მეცნიერებათა აკად. წევრი (2003). 1967 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტი; 1996–98 მუშაობდა თსსუ-ის N1 კლინ. დირექტორად, 1998–99 იყო თსსუ-ის სამკურნალო ფაკ-ტის დეკანი, 1995– 2005 – თსსუ-ის პრორექტორი სამკურნალო დარგში, 1995–2006 – თსსუ-ის შინაგანი მედ. კათედრის გამგე. 2006-იდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კერძო თერაპიის მიმართულების სრული პროფესორია. ე-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი (მ. შ. 1 მონოგრაფია), სახელმძღვანელო „შინაგანი სნეულებანი" (ორ ტომად). ე. არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი (1990), ჟურნალების „საქართველოს სამედიცინო მოამბე", „კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა" სარედაქციო საბჭოს წევრი (2007).