გიორგი მაწყვერელი

გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა XVII ს.

გიორგი მაწყვერელი, აწყურის ეპისკოპოსი X ს. I ნახ. მოხსენიებულია ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში".

გ. მ. დაბადებულა შუარტყლის ხევში (კლარჯეთი), წარჩინებულ მშობელთა ოჯახში. ბერად აღკვეცილა და საეკლ. აღზრდა-განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში.

გ. მ. პირადად იცნობდა მიქაელ პარეხელს და მის მოწაფეს – სერაპიონ ზარზმელს. განსაკუთრებით დაუახლოვდა ამ უკანასკნელს მას შემდეგ, რაც გ. მ. უშუალოდ ჩაერია გიორგი ჩორჩანელის მემკვიდრეობისათვის ატეხილ შინაომში და „დაიპყრა საყდარი აწყურისაჲ". ბასილი ზარზმელის ცნობით, მან „ჴელთ-იდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი, ვითარცა წეს-იყო, და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი".

გ. მ-ს ბასილი ზარზმელისათვის მიუწოდებია ცნობები მიქაელ პარეხელისა და სერაპირონ ზარზმელის შესახებ.

გ. მ. იხსენიება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც" იმ ცნობილ საეკლ. მოღვაწეთა შორის, რ-ებსაც, გიორგი მერჩულის რწმენით, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა შეჰფეროდათ. კ. კეკელიძის აზრით, გ. მ. თავის დროისათვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერს მოუღწევია.

გ. მ. შერაცხეს წმინდანად და ეწოდა ღირსი. ხსენების დღეა 2 (15). IV.

წყარო : ცხორებაჲ სერაპიონ ზარზმელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, თბ., 1963.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.