გიორგიძე გიორგი გრიგოლის ძე

გ. გიორგიძე

გიორგიძე გიორგი გრიგოლის ძე [5 (17). X. 1889, თბილისი, – 26. II. 1974, იქვე], ბიბლიოთეკათმცოდნე, ბიბლიოგრაფი. 1909 დაამთავრა თბილ. გიმნაზია, 1915 – მოსკ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. 1916–37 ეწეოდა პედ. და საბიბლიოთეკო მოღვაწეობას. 1938 მუშაობა დაიწყო თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას უნ-ტი), სადაც სხვადასხვა დროს იყო ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის პირველი გამგე და ბ-კის გამგე.

იკვლევდა საქართველოში საბიბლიოთეკო განათლების, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის (როგორც გამომცემლის), ქართ. ფაქსიმილური გამოცემებისა და სხვა საკითხებს. გ-მ საქართველოში პირველმა შეადგინა და გამოსცა (1970) სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის – „საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია“, აგრეთვე „საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი" (1962, 1974 თანაავტორი გ. კარტოზია).

გ. იყო თვალსაჩინო ბიბლიოფილი. მონაწილეობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. ბ-კის დაარსებაში, როგორც პირველი ფონდის დამკომპლექტებელი და დირექტორი. ამავე ბ-კას გადასცა საკმაოდ მდიდარი პირადი ბ-კა.