თორტიზა

თორტიზა, მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. განშტოება გვირგვინას ქედზე, მდინარეების ძამისა და გუჯარეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე 1996 მ. აგებულია პალეოცენ-ეოცენური კირქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ხევებით დასერილი ციცაბო კალთა ქვევით შემოსილია წიფლის, ხოლო ზევით – წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყით. მწვერვალზე მეორეული მდელოა.

ქ. ჯაყელი