თრუსოს უღელტეხილი, კავკასიონის მთავარი ქედისა და ხოხის ქედის დამაკავშირებელ თრუსოს ქედზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 3150 მ. თ. უ-ზე გადადის საცალფეხო ბილიკი თერგის ხეობიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ლიახვის ხეობაში (ჯავის მუნიციპალიტეტი), კალთები შემოსილია სუბალპ. და ალპ. ბალახეულით.