თუმაჯანოვი ივანე ილიას ძე (20.I.1910, თბილისი, – 20.X.1982, იქვე), გეობოტანიკოსი, კავკასიის მცენარეული საფარის მკვლევარი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1930 დაამთავრა თბილ. სატყეო ინ-ტი, 1935–37 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბოტანიკის ინ-ტის სწავლული მდივანი, 1939–63 დირექტორი, 1959 ამავე ინ-ტში განაგებდა თავისივე თაოსნობით შექმნილ პალინოლოგიის ლაბორატორიას. თ-მა დაამუშავა კავკ. მთის ტყეების ტიპოლოგიის საკითხები. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კავკ. ტყის მცენარეულობის და ჰოლოცენური ისტ. შესწავლა სპორისა და მტვრის მარცვლის ანალიზის მეთოდით, დაამუშავა მთიანი ქვეყნის ბოტან.-გეოგრ. დარაიონების პრინციპები, შეისწავლა სახეობათა წარმოქმნის პროცესები მცენარეებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ზ. ღვინიანიძე