თურქაშენი

თურქაშენი, თუქრაშენი, სოფელი ისტ. არდაჰანის ოლქის გელის რ-ნში, კოლას ხევში (ამჟამად თურქეთის ტერიტ.). ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან შემონახულია ორი ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიები ნაშენია ნათალი ქვით. იქვეა ძვ., ქვისგან ნაგები გეგმით მრგვალი კოშკის ნანგრევები რ-საც ადგილ. მცხოვრებნი კოლას უწოდებდნენ.

ლიტ.: გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს. ემიგრანტული ნაშრომები, თბ., 1991; ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, თბ., 2017.