თუშურაშვილი რობინზონ სერგოს ძე

თუშურაშვილი რობინზონ სერგოს ძე (დ. 21. II. 1930, თბილისი) მილიციის გენერალ-მაიორი (1991). სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს (1977) და საქ. სსრ ტრანსპორტის დამს. მუშაკი (1980). დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინ-ტი (1957), მოსკ. უმაღლესი პარტ. სკოლა (1964). 1951–53 მსახურობდა საბჭ. არმიის რიგებში. 1959–65 მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1965–76 იყო რესპ. სახელმწ. ავტოინსპექციის უფროსი. 1976–89 – საქართვ. შს სამინისტროს სამმართველოს უფროსი, 1989–90 – თბილისის შს სამმართველოს უფროსი, 1990–92 – საქართვ. შს მინისტრის პირველი მოადგილე 1995–2004 – კლუბ „დინამოს" თავ-რის პირველი მოადგილე. 2004-იდან თადარიგშია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.