გრაფიკა

ს. ქ ო ბ უ ლ ა ძ ე  უ. შექსპირის „მეფე ლირის" ილუსტრაცია 1946.
ს. მ ა ი ს ა შ ვ ი ლ ი  "ხევსურეთი" 1968.
ვ. ბ ე ლ ე ც კ ა ი ა  „ძველი თბილისი" 1969.
ნ. ც ი ნ ც ა ძ ე  „ქალის პორტრეტი" 1989.
შ. ნ ი ო რ ა ძ ე  „გალაკტიონი". 1974.
კ. ფ ა ჩ უ ლ ი ა ს ე რ ი ი დ ა ნ „აივნიანი ქალაქი"
ნ. ზ ა ა ლ ი შ ვ ი ლ ი  „რაღაც საიდუმლოებით დაფარული". 2005.

(ბერძნ. graphikē < graphō – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ), სახვითი ხელოვნების სახეობა, რ-იც მოიცავს ნახატებსა და ნაბეჭდ მხატვრულ ნაწარმოებებს (გრავიურა, ლითოგრაფია და სხვ.); დაფუძნებულია ხატვის პრინციპებზე, მაგრამ საკუთარი გამომსახველობითი საშუალებებიც აქვს.

ტერმ. "გ." თავდაპირველად ნაწერისა და კალიგრაფიის მიმართ იხმარებოდა. თანამედროვე მნიშვნელობა მან XIX ს. დასასრ. და XX ს. დამდეგს მიიღო პოლიგრაფიისა და კალიგრაფიულად მკაფიო კონტრასტულ-ხაზობრივი ნახატის განვითარების შედეგად, როცა გაჩნდა წიგნსა და ჟურნალში მხატვრული ნამუშევრის ფოტომექან. ანაბეჭდის ადვილად და მოხერხებულად გადატანის საშუალება. აქამდე გ-ის საფუძველი იყო ხაზი, რ-ის საშუალებითაც იგი განსაზღვრავდა სივრცეს, გადმოსცემდა საგნებსა და მოცულობას. კონკრეტული ხაზების გარდა, გ. იყენებს შტრიხებსა და ლაქებს, რ-ებიც მისი მთ. მასალის–ქაღალდის– თეთრი (იშვიათად ფერადი ან შავი) ზედაპირის კონტრასტულია. ამ საშუალებათა შერწყმას შეუძლია ტონალური ნიუანსების გადმოცემა. გ-ში შესაძლებელია ფერების გამოყენებაც.

საგნის სივრცეში გამოსახვისათვის დიდ როლს თამაშობს ქაღალდის ფონი. გრაფ. ნახატი სიბრტყითია. გ-ს არა აქვს სივრცის ილუზიის შექმნის ფერწერისნაირი ფართო შესაძლებლობა, სამაგიეროდ იგი თავისუფლად და მოქნილად გადადის სიბრტყიდან სივრცეში. მას შეუძლია გამოავლინოს საგნის სტრუქტურა, აღძრას თხრობისადმი ინტერესი. მხატვარ-გრაფიკოსი შეიძლება შემოიფარგლოს საგნის პირობითი აღნიშვნით, მასზე მინიშნებით, რომ მნახველს საგანზე მხოლოდ წარმოდგენა შეუქმნას. სახეთა ტევადობას იგი ხშირად გრაფ. მეტაფორებით აღწევს, რის გამოც გ-ს ხშირად პოეზიას ადარებენ. დამთავრებული მხატვრული გრაფ. ნამუშევრის გვერდით დიდი მნიშვნელობა აქვს ნატურულ ჩანახატებს, ესკიზებს [მიქელანჯელო, ლ. ბერნინი (იტალია), რემბრანდტი (ჰოლანდია), ო. როდენი (საფრანგეთი)]. გ-ის მიერ სახეთა მკვეთრი სიმახვილით გადმოცემის შესაძლებლობამ ხელი შეუწყო გრაფ. სატირისა და გროტესკის ფართო განვითარებას (ფ. გოიას ოფორტები, ო. დომიეს, ლ. გუდიაშვილის, გ. გროსის, კუკრინიკსების ნახატები). გ-ის ტექ. თავისებურებაა მასალის ფაქტურის გამოყენება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გ-ში არაგამომსახველობით ელემენტებს: სუფთა დეკორ. მოტივებს, გრაფ. ორნამენტს, ტექსტს. გ-ის მნიშვნელოვანი თავისებურებაა აქტუალური მოვლენების სწრაფი და დროული ასახვა, მასობრივი 147 ტირაჟით გავრცელება, ჩანაფიქრის არსის თანამიმდევრული ახსნა გამოსახულებათა სერიებში (ინგლ. უ. ჰოუგართი, ბელგიელი ფ. მაზერელი). ეს თავისებურებანი ფართოდ გამოიყენა სააგიტაციო და სატირულ-პოლიტ. გ-მ, რ-ის განვითარება დაემთხვა დიდ ისტ. მოვლენებს (1524–26 გერმ. გლეხთა ომების დროინდელი „მფრინავი ფურცლები"; საფრანგეთის დიდი ბურჟ რევოლუციისადმი მიძღვნილი გრავიურები და რუსეთის 1812 სამამულო ომისადმი მიძღვნილი ლუბოკები, რუსეთში სამოქალაქო და II მსოფლიო ომის თემებზე შექმნილი პლაკატები).

შესრულების ტექნიკის მხრივ არის ნახატი და ნაბეჭდი გ.; გრაფ. ხელოვნების უძველესი სახეობაა ნახატი. იგი სათავეს იღებს კლდეზე გამოსახული ფიგურებითა და ანტ. ლარნაკწერით, სადაც მათი ძირითადი ელემენტებია ხაზი და სილუეტი. ანტ. გრაფ. ნახატის ამოცანები ახლოსაა ფერწერასთან, მ. შ. საზღვარი პირობითია. აკვარელს, გუაშს, პასტელს, ტემპერას იყენებენ გ-შიც და ფერწერაშიც. ნაბეჭდი გრავიურა და ლითოგრაფია შეიძლება თანაბარი ღირებულების ეგზემპლარებად გავრცელდეს. არსებობს დაზგური, წიგნისა და საგაზეთო-საჟურნალო, გამოყენებითი გ. და პლაკატი. დაზგური გ. ძირითადად აღორძინების ეპოქიდან მომდინარეობს. გ-ის სპეციფ. მასობრივი სახეობაა ლუბოკი, საგაზეთო-საჟურნალოში – კარიკატურა, წიგნის გ-ში შედის ილუსტრაციები. გ-ის შედარებით ახ. დარგია პლაკატი, რ-იც თანამედროვე ფორმით XIX ს-ში ჩამოყალიბდა, ჯერ როგორც სავაჭრო და თეატრ. რეკლამა, შემდეგ – პოლიტ. აგიტაციის იარაღი. პლაკატის შესაქმნელად, ნახატის გარდა, ფოტომონტაჟსაც იყენებენ. გრაფიკა საქართველოში განვითარდა სამრეწველო გ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი საკუთრივ გ-ის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა ნაბეჭდი წიგნის განვითარებასთან ერთად. დაზგური გ-ის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ა. ბერიძე, რ. გველესიანი , გ. გაბაშვილი, ა. მრევლიშვილი, ა. გოგიაშვილი. წიგნის გ-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის პირველ ქართვ. გრავიორ-ქსილოგრაფს, ახ. გრაფ. ხელოვნების ფუძემდებელს გ. ტატიშვილს. იგი აფორმებდა ჟურნალებს, წიგნებს. ქართ. კარიკატურის განვითარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ო. შმერლინგს. გ-ის განვითარების კერა იყო თბილ. სამხატვრო აკადემია, სადაც საბეჭდი დაზგები დაიდგა. წიგნის გ-ის ცნობილი ოსტატი იყო ვ. გრიგოლია . მან ქართ. ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნის დეკორის გათვალისწინებით შექმნა წიგნის მორთულობის ახ. კომპოზიციები (თავსართები, ბოლოსართები, თავსამკაული ასოები). დაამუშავა ახ. შრიფტი. გ-ის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ი. შარლემანმა, დ. კაკაბაძემ, ლ. გუდიაშვილმა, ე. ახვლედიანმა, თ. აბაკელიამ, ი. თოიძემ, ს. ქობულაძემ, კ. სანაძემ და სხვ. გ-ის ხელოვნება განსაკუთრებით განვითარდა 50–60-იან წლებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექმნეს რ. თარხან-მოურავმა, დ. ერისთავმა, დ. ხახუტაშვილმა, ლ. ცუცქირიძემ, ე. ბერძენიშვილმა, ა. ბანძელაძემ, ზ. კაპანაძემ, თ. მირზაშვილმა, თ. ყუბანეიშვილმა, ო. ჯიშკარიანმა და სხვ.; 70–80-იან წლებში – გ. წერეთელმა, გ. ღლონტმა, ლ. შენგელია -აბაშიძემ, ნ. ცინცაძემ, გ. კიკალიშვილმა, ი. გიგოშვილმა, მ. თავაძემ, ლ. ა. ზამბახიძემ, გ. დოლენჯაშვილმა, ნ. ზაალიშვილმა, კ. ფაჩულიამ, ნ. ჭურღულიამ. განვითარდა გ-ის სახეობები – პლაკატი და კარიკატურა (ი. თოიძე, ს. ნადარეიშვილი, მ. და ე. ბერძენიშვილები, ნ. მალაზონია, ჯ. ლოლუა, გ. ფირცხალავა, ა. სარჩიმელიძე, თ. ვარვარიძე, ზ. ნაცვლიშვილი, ასევე ა. კანდელაკი, დონი, გურო, ზ. ფორჩხიძე, თ. ქართველიშვილი, ვ. კუცია, ზ. სულაკაური). ქართული ილუსტრაციის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 30-იან წლებში შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის საიუბილეო თარიღისათვის, აგრეთვე, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების" 1500 წლისთავის საიუბილეოდ შექმნილ ილუსტრაციებს. XX ს. 30–90-იან წლებში ქართველმა მხატვრებმა დაასურათეს უ. შექსპირის ყველა ნაწარმოები, 60-იან წლებიდან იქმნება ვეფხისტყაოსნის ახალი ილუსტრაციები, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დასურათდა სახარების მთლიანი და ცალკეული ეპიზოდები.

ლიტ.: გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი ბ., ქართული საბჭოთა გრაფიკა, თბ., 1952; ქართული მოდერნიზმი. 1910–1930, თბ., 2005; ჯ ა ნ ბ ე რ ი ძ ე ნ., ძიება და ტრადიცია, თბ., 1989; Б е р и д з е В., E з е р с к а я Н., Изобразительное искусство Грузинской ССР, М., 1986; Г о р д е з и а н и Б., Грузинская графика, Тб., 1963.

ა. ჩხარტიშვილი

მ. ხერხეულიძე