გუდაუთის მუნიციპალიტეტი

გუდაუთის ცენტრი
riht|320px|thumb

გუდაუთის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ), აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. ჩრდ-ით ესაზღვრება რუს. ფედერაცია, აღმ-ით – სოხუმის, დას-ით – გაგრის მუნიციპალიტეტები, სამხრ-ით – შავი ზღვა. ფართ. 1640 კმ² . მოსახლ. 57,5 ათ. კაცი (1989). ცენტრი – ქ. გუდაუთა . გ. მ-ში არის 2 ქალაქი (ახალი ათონი, გუდაუთა), 1 დაბა (მიუსერა), 109 სოფელი, 20 თემი: ააცის, აბღარხუქის, აგარაკის, ანუხვის, აჭანდარის, ახალსოფლის, ბარმიშის, ბლაბურხვის, დურიფშის, ზვანდრიფშის, კალდახვარის, ლიხნის, მუგუძირხვის, მწარის (ცენტრი – ჭირუთა), ოთხარის, პრიმორსკოეს, ფსირცხის, ყულანურხვის, ხოფის, ჯირხვის. ისტორიული ცნობა ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორია ახ. წ. I ს-მდე შედიოდა ეგრისში და ქართველური მოდგმის ტომებით იყო დასახლებული. V–VI სს. მიჯნაზე აღნიშნული ტერიტ. გვიანდელი აღმ. აფხ. საერისთავოს უდიდეს ნაწილს მოიცავდა და ეგრისის სამეფოს საზღვრებში იყო. VIII ს. შუა წლებში აბაზგიის (აფხაზთა) სამთავროს ეკუთვნოდა. ეგრის-აფხ. სამეფოს შექმნის (VIII ს. დასასრ.) შემდეგ იგი ამ სამეფოს საზღვრებში მოექცა, ხოლო საქართველოს გაერთიანების (X ს.) შემდეგ ერთიანი ქართ. სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. გ. მ-ის ტერიტ. XII–XVI სს-ში აფხ. საერისთავოში შედიოდა, ხოლო XVII– XVIII სს-ში – აფხაზეთის სამთავროს ცენტრ. ნაწილს შეადგენდა. ეს ტერიტ. თითქმის მთლიანად მოიცავდა აფხ. მხარეს ზუფუს. 1864, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, გ. მ-ის ტერიტ. რუს. ხელისუფლებამ ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქს მიაკუთვნა. 1917-მდე შედიოდა სოხუმის ოკრუგში, 1921–30 – საქართვ. ფარგლებში შექმნილ აფხ. სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1931-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. სეპარატისტული და რეაქციული ძალების მიერ აფხაზეთში პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტ., სოც., ეკონ., დემოგრ., ეკოლ. და სხვა შედეგების შესახებ იხ. საქართველო. ბუნება გ. მ. მთაგორიანია. ჩრდ-ით აღმართულია კავკასიონის მთავარი ქედი (მთა აჟარა, 2908 მ), რ-საც სამხრ-ით გაუყვება აწითაქუს, ანჩხოსა და აჩიბახის გვერდითი ქედები. მდ. ბზიფის მარცხ. მხარეს გადაჭიმულია ბზიფის ქედი, რ-ზეც აღმართულია კლდოვანი მთები: ძიშრა, ჭიფშირა და სხვ. ზღვისპირა ზოლში ერთმანეთის პარალელურად მიემართება ზაშირბარისა და აქვის ქედები. ზღვის სანაპირო ზოლი გორაკბორცვიანი დაბლობია. კავკასიონის თხემური ზონა აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. უფრო სამხრ-ით ზედაპირზე გამოდის ლიასური თიხაფიქლები. აწითაქუსა და ანჩხოს ქედები აგებულია ბაიოსური ტუფებითა და პორფირიტებით, აჩიბახის, ბზიფისა და ზაშირბარის ქედები – გვიანდ. იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, გორაკ-ბორცვიანი ზოლი და ზღვისპირა დაბლობი – მესამეული და მეოთხეული ასაკის თიხაფიქლებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, ქვიშებით და სხვ. წიაღისეულიდან არის ტყვიისა და თუთიის მადანი (ძიშრის საბადო), ქვანახშირი (ბზიფის საბადო), ბარიტი (აძაგა-აფშრის საბადო). გ. მ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. დაბალ ზონაში იანვ. საშ. ტემპ-რაა 5–7ºC, ივლ. 23–24ºC. ნალექები – 1500 მმ წელიწადში. საშუალმთიან ზონაში იანვ. საშ. ტემპ-რა –3ºC-იდან –6ºC-მდეა, ივლ. 15–16ºC. ნალექები – 2000 მმ წელიწადში. უფრო ზემოთ მაღალმთის ნოტიო და ნივალური ჰავაა. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ბზიფი. მისი შენაკადია გეგა იუფშარით. ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე მიედინება მჭიშთა, ხიფსთა, ააფსთა. მდინარეთა ხეობები, რ-ებიც იურულ და ცარცულ კირქვებშია გამომუშავებული, კანიონისებრია (გეგის, იუფშარის კანიონები). ზოგი მდინარე (იუფშარა, მჭიშთა და სხვ.) მიწისქვეშაც მიედინება. მდინარეები საზრდოობენ უმთავრესად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მყინვარებით საზრდოობს მხოლოდ ბზიფი. გ. მ-შია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ტბა რიწა, აქვეა პატარა რიწა და მყინვარული წარმოშობის ტბა მზი. ზღვისპირა დაბლობზე ალუვიური კარბონატული ნიადაგია, გორაკ-ბორცვებზე – ყვითელმიწა. ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე განვითარებულია კორდიან-კარბონატული ნიადაგი. ანჩხოსა და აწითაქუს ქედების კალთებზე, ქვემოთ ტყის ყომრალი, ზემოთ გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. ქედების თხემზე არის კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. გ. მ-ის ზღვისპირა ზოლში გავრცელებულია ქვიშნარის მცენარეულობა – რძიანა, ლურჯი ნარი, ძეძვი, ქოთანა და სხვ. დაბლობზე შემორჩენილია მურყნის, ოფის, ტირიფისა და სხვ. ლიანებიანი ტყეები. მთისწინეთისა და დაბალი მთების ქვედა სარტყელი (500 – 600 მ -მდე) შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი კოლხ. ტყით (ქართული მუხა, რცხილა, წიფელი, ცაცხვი, წაბლი და სხვ.). ქვეტყეში გვხვდება შქერი, ბაძგი, თაგვისარა, ბზა, წყავი და სხვ. ბევრია ლიანები. საშუალმთიან ზონაში ქვედა სარტყელი უკავია წიფლნარს, ზედა – სოჭნარ- ნაძვნარს, ვიწრო ზოლს ქმნის სუბალპ. ტყე. ტყის ზონის ზემოთ განვითარებულია ლიხი, სუბალპ. და ალპ. მდელოები, რ-ებიც გამოყენებულია საძოვრებად. მაღალმთიან ზონაში ბინადრობს სევერცოვის ჯიხვი, არჩვი; ალპ. ზონაში – ენდემური პრომეთეს მემინდვრია; ტყის ზონაში – მურა დათვი, მგელი, გარეული ღორი, შველი, ირემი, ტურა, კვერნა და სხვ.; ქვეწარმავლები: კავკასიური გველგესლა, ხვლიკი. მდინარეებში ბევრია წვერა, ტობი, ფრიტა, კალმახი. ძირითადი ლანდშაფტები: 1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები ფსამოფილური მცენარეულობით; 2. დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ფიროსმანაშვილი". 1928. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. თბილისი. გუდ ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. «კაფე "როტონდა". ჩარლი ჩაპლინი და ბატონი იმპრესარიო». 1921. კერძო კუთვნილება. ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; 3. ბორცვიან- ტერასული მთისწინეთი კოლხ. მცენარეულობით, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 4. კარსტული დაბალი და საშუალო მთა-ტყის ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით, წიფლნარითა და წიფლნარ-მუქწიწვოვნებით, კორდიან-კარბონატული ნიადაგით; 5. სუბალპ. ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით; 6. ალპ. მდელოები მთის მდელოს ნიადაგით. გ. მ-ის ტერიტორიაზეა რიწის სახელმწიფო ნაკრძალი, ბიჭვინთა - მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი, კარსტული მღვიმე „თოვლიანი უფსკრული". მოსახლეობა 1989 აღწერით გ. მ-ში ცხოვრობდნენ აფხაზები (53,1%), ქართველები (13,4%), სომხები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 200 მ -მდეა. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვე – 35,0 კაცი 1 კმ²-ზე. მეურნეობა. 1990 გ. მ-ის მთელი ფართობის 22,4% (36,7ათ. ჰა ) ეჭირა სას.-სამ. სავარგულს. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგები იყო მემინდვრეობა და მრავალწლიანი კულტურების მოყვანა, მოჰყავდათ აგრეთვე სიმინდი, ბოსტნეულბაღჩეული და საკვები კულტურები. მრავალწლიან კულტურათაგან – ვაზი, ჩაი, ციტრუსები და სხვ. ჩაი გაშენებული იყო ძირითადად სოფლებში დურიფშსა და ლიხნში. საკარმიდამო ნაკვეთებზე მევენახეობით გამოირჩეოდა სოფლები: ბამბორა, ლიხნი, აჭანდარა, ახალსოფელი, დურიფში. აშენებდნენ უმთავრესად მაღლარ ვაზს – „იზაბელას", რ-ისგანაც ამზადებდნენ ღვინოებს „ფსოუს", „აფსნს", „ლიხნს" და სხვ. გავრცელებული იყო დაბლარი ვაზის ჯიშებიც – ცოლიკაური, ჩხავერი და სხვ. განვითარებული იყო აგრეთვე მებაღეობა, მეციტრუსეობა, რ-ითაც გამოირჩეოდა ახალი ათონის მიმდებარე სოფლები. იყო ზეთისხილის პლანტაცია. მეცხოველეობა სოფ. მეურნეობაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეღორეობას, მეცხვარეობას, აგრეთვე მეფრინველეობას, მეაბრეშუმეობასა და მეფუტკრეობას. მრეწველობაში წამყვანი იყო კვების მრეწველობა. იყო ჩაის ფაბრიკები (გუდაუთა, ლიხნი), თამბაქოს საფერმენტაციო და ღვინის ქ-ნები, ავტოსარემონტო სახელოსნოები (გუდაუთა). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალი და შავიზღვისპირა საავტ. გზატკეცილი. შიდარაიონული მიმოსვლის მთავარი საშუალება იყო საავტ. ტრანსპორტი. საკურორტო-ტურისტულ სეზონში გარკვეულ როლს ასრულებდა ადგილ. საზღვაო ხაზი (ნავმისადგომები – ახალ ათონში, გუდაუთასა და მიუსერაში). კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა 1990 გ. მ-ში იყო 15 სკოლამდელი დაწესებულება, ყველა სახის 44 ზოგადსაგანმან. და 3 სამუსიკო სკოლა, 58 ბ-კა, საზაფხულო თეატრი, 3 კინოთეატრი, აფხ. სახელმწ. მუზეუმის ფილიალი (ახალ ათონში), 42 საკლუბო დაწესებულება. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა 3 საავადმყოფო, 94 ექიმი, 421 საშ. მედმუშაკი; გ. მ- შია კურორტები: გუდაუთა, ახალი ათონი, მიუსერა, ავადჰარა, პრიმორსკოე , ტურისტული კომპლექსი ახალი ათონის მღვიმე . ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. გ. მ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ამბარის ხუროთმოძღვრული კომპლექსი VIII–IX სს. სამეკლესიიანი ბაზილიკითა და ძველი სასახლით, შუა საუკ. ნამონასტრალი (VIII– IX სს.) ახალი ათონის მიდამოებში, ივერიის მთაზე (ისტ. ანაკოფიის ტერიტ.), სიმონ კანანელის გუმბათოვანი ეკლესია (IX–X სს., შეკეთებულია XIX ს-ში), ყულანურხვის ეკლესია, კალდახვარის ციხე (ორივე – შუა საუკ.), ლიხნის გუმბათოვანი ტაძარი (IX–X სს., კედლის მხატვრობა XIII–XIV სს.) და შერვაშიძეების სასახლე (X–XI სს., გადაკეთებულია XIX ს-ში).

თ. ბერაძე

შ. ლაშხია

კ. მგელაძე

{| class="wikitable" |

centerბზიფის ქედი.

|

centerრიწის ტბა.

|

centerახალი ათონის მღვიმე.

|

centerლიხნის გუმბათოვანი ტაძარი. X–XI სს. მიჯნა.

|}