გოლიაძეები

გ ო ლ ი ა ძ ე ე ბ ი. ეკვილიბრისტები თავისუფალ კიბეზე

პირველმა დაიწყო ველოსიპედით მავთულზე სიარული. რვა წლის ასაკიდან ცირკის მანეჟზე გამოდიოდა 1943-მდე. 1943–52 იყო საოჯახო საცირკო დასის მხატვრული ხელმძღვანელი. 1952-იდან საბოლოოდ დატოვა ცირკი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო. დ ა რ ი ა ს ტ ე ფ ა ნ ე ს ა ს უ ლ ი – ეკვილიბრისტი, ი. გოლიაძის მეუღლე. ნ ი კ ო ლ ო ზ ი ვ ა ნ ე ს ძ ე გოლიაძე – ეკვილიბრისტი, აკრობატი, ტანმოვარჯიშე, საქართვ. სახ. არტისტი (1980), ივანე და დარია გ-ის ვაჟი. მანეჟზე გავიდა 1913-იდან. ვ ე რ ო ნ ი კ ა ი ვ ა ნ ე ს ა ს უ ლ ი – ეკვილიბრისტი, ივანე და დარია გ-ის ქალიშვილი. ცირკის მანეჟზე გამოდიოდნენ აგრეთვე ნიკოლოზის მეუღლე ა დ ა და ძმისშვილი ს ო ფ ი ო, ნიკოლოზის შვილი ს ვ ე ტ ლ ა ნ ა, საქართვ. დამს. არტისტი (1968), რ ა ფ ა ე ლ ა და თ ა მ ა რ ი. გ., ცნობილი ეკვილიბრისტები, საგასტროლოდ იყვნენ ჩინეთში, ირანში, რუმინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში და სხვ. II მსოფლიო ომის დროს გ-მა 1000-მდე კონცერტი გამართეს.

ა. გვენცაძე