ვარდი ეთერზეთოვანი

thumb|none|220px|ასფურცელა ვარდი (Rosa centifolia)
thumb|none|220px|დამასკური ვარდი (Rosa damascena)

ვარდი ეთერზეთოვანი, მრავალწლოვან მცენარეთა ჯგუფი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ირანი. 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ეკლიანი ღერო, რთული ფოთოლი, ბუთხუზა ყვავილი – ვარდისფერი, თეთრი ან წითელი, ყვავილედად შეკრებილი ქოლგა. ცნობილია 500-მდე სახეობა. გავრცელებული სახეობებია: დ ა მ ა ს კ უ რ ი (R. damascena), ფ რ ა ნ გ უ ლ ი (R. gallica) და ა ს ფ უ რ ც ე ლ ა (R. centifolia) ვარდები, რ-თაგან პოპულარულია დამასკური ვარდი (კაზანლიკურის წინაპარი), ყირიმის წითელი ვარდი და სხვ.

ს ა ქ  ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი პლანტაცია გაშენდა 1897. გავრცელებულია თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, აბაშის მუნიციპალიტეტებში. 1 ჰა იძლევა 2–5 ტ ყვავილის მოსავალს, რ-ისგანაც მიიღება 1,5–2 კგ ეთერზეთი. იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში.

ი. ლეკვეიშვილი