კადარი

კადარის ტაძარი

კადარი, ქარ­თული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მაცხოვრის ეკლესია აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძველი აბაშის დას-ით, გაშლილ ველზე.

აგებულია არა უგვიანეს XIV ს. (ე. თაყაი­შვი­ლი).

გეგმით სწორკუთხა, აგურით ნაგებ ერთნავიან შენობას აღმ-ით წახნაგოვანი შვერილი აფსიდი აქვს. გადახურვის კამარა ეყრდნობა ორ ­წყვილ პილასტრზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს. ეკლესიას სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები ჰქონდა (ახლა მონგრეულია). აფსიდში 3 ვიწრო სარკმელია დაყოლებული. შესასვლელი ორია – სამხრ-იდან და დას-იდან. ფასადები სადაა. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

პ. ზაქარაია