კადოეთი

კადოეთი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ალევის (ლომის-ალევის) ქედის აღმ. კალთაზე, მდ. დიდი ჯახის (არაგვის ­მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 1320 მ, დუშეთიდან 33 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.