"კავკაზ"

"კავკაზ", ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1846–1918 თბილისში რუს. ენაზე. თავდაპირველად კერძო, არაოფიც. გამოცემა იყო, 1850-იდან კი კავკ. მეფისნაცვლის კანცელარია გამოსცემდა. გარდა ოფიც. ცნობებისა, იბეჭდე­ბოდა წერილები კავკ. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ., კულტ., ეკონ., მეცნ. საკითხებზე და უცხოეთის ქრონიკა. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ნ. ბერძენი­შვი­ლი, დ. ბაქრაძე, პ. იოსელიანი, რ. ერის­თა­ვი, მ. ბროსე და სხვ. „კ-ში“ დაისტამბა მ. გორკის პირველი მოთხრ. „მაკარ ჩუდრა“ (1892 წ. 12 სექტ.).