„კავკაზსკაია სტარინა“

„კავკაზსკაია სტარინა"

„კავკაზსკაია სტარინა“, ყოველ­თვიური ისტორიული, არქე­ოლოგიური, ეთნოგრაფიული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1872 ნოემბრიდან 1873 ბოლომდე რუს. ენაზე. ჟურნალში იბეჭდე­ბოდა ისტ. დოკუმენტები, კავკ. ხალხთა მემატიანეების თხზულებათა თარგმანები, წერილები არქეოლ. და ისტ. საკითხებზე, ძეგლთა აღ­წერა და ბიბლიოგრაფია. „კ. ს-სთან“ თანამშრომ­ლობდნენ რ. ერის­თა­ვი, პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე და სხვ. რედ.-გამომცემელი - ა. ერიცოვი.