"კავკაზსკი სბორნიკ"

"კავკაზსკი სბორნიკ", კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების ყოველწლიური გამოცემა 1877–1912. გამოვიდა 32 ტომი. დაარსდა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძის განკარგულებით. სხვა­და­სხვა დროს რედაქტორები იყვნენ: პოლკ. ჩერნიავსკი, გენ. ვ. პოტო, ტომკეევი, ს. ს. ესაძე.

კრებულში იბეჭდებოდა მასალები კავკ. ომების შე­სა­ხებ – მონოგრაფიები, მემუარები, ცალკეულ მოღვაწეთა დახასიათებები და ა. შ. გამოცემის მიზანი იყო გაემართლებინა ცარიზმის პოლიტიკა კავ­კა­სიაში, ქება-დიდება შეესხა ომების გმირებისათვის, უკვდავეყო მათი სახელები.

შ. ხანთაძე