„კავკასიის მხარეთა უწყებანი“, ქართული ყოველკვირეული გაზეთი, მთავრობის ოფიციალური გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1845 იანვრიდან 1846 ივლისამდე; წარმოადგენდა „ზაკავკაზსკი ვესტნიკის" დუბლირებას. გაზეთი იბეჭდებოდა მცირე ზომის ქაღალდზე, 2 სვეტად, 8 გვერდზე. აქვეყნებდა ოფიც. ცნობებს და სხვა მასალებს. „კ. მ. უ." ერთ-ერთი ქართული გაზეთია, რ-მაც შემოგვინახა საყურადღებო მასალა XIX ს. 40-იანი წლების საქართველოს ეკონ. და სოც. ურთიერთობების შესახებ. რედაქტორი – პ. იოსელიანი. მთარგმნელები – ზ. ფალავანდიშვილი, ვ. გურამიშვილი. ტირაჟი 50 ც. ჩვენამდე მოაღწია გაზეთის მხოლოდ ორმა ნომერმა (№1, №11).
ი. ლორთქიფანიძე