„კავკასიონი“, ქართული ყოველთვიური ჟურნალი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1924. გამოვიდა 4 ნომერი; თანამშრომლობდნენ: კ. მაყაშვილი, ი. გრიშაშვილი, ს. შანშიაშვილი, ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, დ. კლდიაშვილი, ს. აბაშელი, კ. ჭიჭინაძე, ა. არსენიშვილი, ს. ცირეკიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, კ. მარჯანიშვილი, ი. ნიკოლაძე, გ. ვ. წერეთელი და სხვ. გამომცემელი – მწერალთა კავშირის საბჭო; რედაქტორი – პ. ინგოროყვა. 1925-იდან ჟურნალი გამოდიოდა „ახალი კავკასიონის" სახელწოდებით.
ი. ლორთქიფანიძე