კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), შხამიანი გველების სახეობა გველგესლასებრთა ოჯახიდან. ბინადრობს მხოლოდ კავკასიაში, რუსეთსა და თურქეთში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. სხეულის ზედა ნაწილი წითელი და ყვითელი ფერისაა, ხერხემალს კი გასდევს შავი ან მუქი რუხი განიერი ზოლი, რ-იც ზოგჯერ ზიგზაგის ფორმისაა. სახეობას ახასიათებს მელანიზმი, მაგრამ პირთან რჩება წითელი ან ყვითელი შეფერილობა. წიწილები მოწითალო-ყავისფრები არიან. ახასიათებს მალული ცხოვრების ნირი. წყვილდება მაისსა და ივნისში. ცოცხალმშობიარეა. შემოდგომაზე ბადებს 5–10 წიწილს. იკვებება მღრღნელებით, ხვლიკებით, წვრილი ფრინველებით, ახალგაზრდა გველები – მწერებით, კერძოდ, კალიებითა და ჭრიჭინებით. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
ა. ბუხნიკაშვილი