კავკასიური მდინარის ღორჯო (Neogobius Ponticola constructor, Nordmann, 1840 - Caucasian river goby), თევზი ღორჯოსებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია აზერბაიჯანისა და დაღესტნის წყლებში, კასპიის ზღვის სამხრ. სანაპიროს მდინარეებში, მდ. ყუბანსა და სხვ. საქართველოს მდინარეებში გვხვდება თითქმის ყველგან, ასევე გავრცელებულია ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში. სიგრძე – 20 სმ, მასა – 35 გ. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2–3 წლის ასაკში. ტოფობს მაის-ივნისში. ნაყოფიერება აღწევს 400–1000 ქვირითს. უმეტესად ბინადრობს ჩქარი დინების მდინარეებში, ირჩევს ქვაქვიშიან ბიოტოპებს. იკვებება წვრილი თევზებით, ბენთოსური ორგანიზმებით, ნაწილობრივ – წყალმცენარეებით. სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროებს ზრუნვას.
ნ. ნინუა